თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მიერ, საჯარო სამართლის მიმართულებებთან თანამშრომლობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „კერძო და საჯარო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენცია გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დგებუაძემ, პროფესორებმა - ბესარიონ ზოიძემ და პაატა ტურავამ და მოწვეულმა ლექტორმა, დოქტორანტმა მარიკა დუმბაძემ.
კონფერენციის თემატიკის აქტუალობაზე ისაუბრეს და მოხსენებები წარმოადგინეს: პროფესორებმა - ბესარიონ ზოიძემ, მაია კოპალეიშვილმა და პაატა ტურავამ, ასოცირებულმა პროფესორმა კობა ყალიჩავამ და ფაკულტეტის დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებმა.
კონფერენცია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და აქტუალურ საკითხებზე საინტერესო მსჯელობით დაიხურა.